გიგი უგულავა მოსამართლის შეკითხვებს ხვალ უპასუხებს

გიგი უგულავა „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებით ხვალ საქალაქო სასამართლოს წინაშე წასდგება. სასამართლო სხდომა 11.00 საათზეა დანიშნული. უგულავას მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმის ფარგლებში შეუჩერა. ამ საქმეზე უგულავას 50-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. საუბარია 50-მდე მილიონი ლარზე. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები