ჟერარ დეპარდიეს ომსკის გუბერნატორობა შესთავაზეს

ცნობილ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს, რომელიც 2013 წელს საცხოვრებლად საფრანგეთიდან რუსეთში გადავიდა, ომსკის ოლქის გუბერნატორობა შესთავაზეს. ერთ-ერთი პარტიის რეგიონული განყოფილების წარმომადგენლებმა სააგენტო „ომსკ – ინფორმს“ განუცხადეს, რომ მსახიობს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.
„ეს ძალზე ღირსეული კანდიდატია, მას აქვს შესაბამისი უნარი, გამოცდილება, ავტორიტეტი და ცოდნა. მას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ომსკის გუბერნატორი გახდეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეობა“, – განუცხადა სააგენტოს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა.
დეპარდიეს პასუხი ამ ინიციატივაზე ჯერჯერობით უცნობია. თანხმობის შემთხვევაში მსახიობმა ომსკში რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები და წინასაარჩევნო პროგრამა უნდა გადააგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები