ევროკავშირის ქვეყნებში ღირშესანიშნაობებთან ფოტოების გადაღება შესაძლოა, უკანონო გახდეს

ევროკავშირში განიხილავენ კანონს, რომელმაც შეიძლება მილიონობით ტურისტს გული დაწყვიტოს. სოციალურ ქსელებში მსოფლიოს ცნობილი ღირშესანიშნაობების ფოტოების გავრცელების აკრძალვა იგეგმება.
მედიის ინფრომაციით, ამ სიაში შეიძლება შევიდეს ისეთი ცნობილი ექსპონატები, როგრიცაა ეიფელის კოშკი პარიზში და რომის ტრევის შადრევანი. დღესდღეობით ევროპის მუზეუმების დიდ ნაწილში გადაღება აკრძალულია. გარდა ამისა, ბევრ ადგილას ე.წ. სელფების ჯოხების გამოყენება იკრძალება, რომლითაც შეიძლება უძვირფასესი ექსპონატი დაზიანდეს. ასევე განიხილება გადაღებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების აკრძალვის საკითხიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები