ლიბერიაში ებოლა დაბრუნდა

ლიბერიაში 6-კვირიანი პაუზის შემდეგ საშიში ვირუსი – ებოლა დაბრუნდა. პირველად 9 მაისის შემდეგ ამ ვირუსით გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. სწორედ 9 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ლიბერიაში ებოლას ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა.
„სინჯმა, რომელიც გარდაცვლილ 17 წლის მოზარდს აუღეს, აბოლას ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა“, – განაცხადა ლიბერიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ტოლბერტ ნიენსვახმა. მისი თქმით, გარდაცვლილი დაასაფლავეს და ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების მოძიება, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა. მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ.
მთლიანობაში ებოლას ვირუსით 11 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, განსაკუთრებით – დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. გვინეაში და სიერა-ლეონეში ეპიდემია გრძელდება, რომელიც 2014 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები