აკრძალული ნივთები ციხეში

ორ მსჯავრდებულს აკრძალული ნივთების შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინათ – ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი აქვეყნებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი უკვე წარედგინათ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, 2013 წლის 15 სექტემბერს, ქსნის №15-ე დაწესებულების საკანში ჩატარებული მოულოდნელი შემოწმება-დათვალიერებისას, დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულ ზ.ხ.-ს კუთვნილი კუსტარულად დამზადებული აკრძალული საგნები, ბანქო და დანა ამოიღეს. კუსტარულად დამზადებული ბანქო აღმოუჩინეს მსჯავრდებულ დ.ნ.-საც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5-ე დაწესებულების თანამშრომლებმა საკნის გეგმური შემოწმება-დათვალიერებისას. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები