სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილ ანგარიშზე 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევროა მობილიზებული

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 23 562 002 ლარია მობილიზებული.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 12:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ჩარიცხულია 23 562 002 ლარი, 706 553 დოლარი და 13 221 ევრო.
დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები