ზურაბ გამეზარდაშვილმა და მამუკა ახალაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტს ხელი მოაწერეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პროექტს ხელი მოაწერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი განსაზღვრავს შავ ზღვაში საზღვაო საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის პროცედურებს.
ამ პროცედურების შესაბამისად წარმართული ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის მაღალ დონეზე განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები