თბილისის მერის მოადგილე ზაარბრიუკენის მერს შეხვდა
თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ზაარბრიუკენში ვიზიტის ფარგლებში,ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიტს შეხვდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
ზაარბრიუკენის მერმა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.
ნინა ხატისკაცმა შარლოტა ბრიტსი შემოდგომაზე, ”თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში მოიწვია.
შეხვედრას ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები, რიმა ბერაძე და კობა კობალაძე ესწრებოდნენ.
თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26-ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, ზაარბრიუკენში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.