თბილისის საკრებულოსთან ვერეს ხეობაში სკვერის გაშენების მოთხოვნით აქცია მოეწყო

ვერეს ხეობაში რეკრეაციული პარკის გაშენების მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეკრეაციული ზონის გაშენება აუცილებელია, რადგან დედაქალაქში სუფთა ჰაერით სუნთქვა შესაძლებელი იყოს.
“აღარ გვინდა ბიზნესცენტრები, აღარ გვინდა უფუნქციო შენობები, ჩვენ გვინდა სუნთქვა. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნა და ვერეს ხეობაში მოაწყოს რეკრეაციული ზონა. ეს არ არის პროტესტი. ეს არის საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, რომ დაბინძურებულ ქალაქში სუფთა ჰაერით სუნთქვა იყოს შესაძლებელი“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ვერეს ხეობაში სკვერის გაშენების მსურველებს პირზე ნიღბები ჰქონდათ აფარებული, იმის ნიშნად, რომ დღეს ქალაქი დაბინძურებულია და სუფთა ჰაერის სუნთქვა შესაძლებელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები