უგულავა მის საქმეზე შვილთან მიმოწერის დართვას აპროტესტებს

  გიგი უგულავას წინააღმდეგ “თბილისის განვითარების ფონდთან” დაკავშირებულ საქმეს პროკურატურამ უგულავას მიერ შვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი დაურთო, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავა პროკურატურის მხრიდან, საქმეზე პირადი საუბრის დართვას აპროტესტებს. როგორც უგულავამ აღნიშნა, ჩანაწერში იგი უფროს შვილს შეხვედრას უთანხმებს.
“რა კავშირშია ჩემი საუბარი შვილთან, რომელსაც საქმესთან არაფერი საერთო არ აქვს. რა შუაშია ამის გამოქვეყნება?! ეს არის მამისა და შვილის საუბარი. გარდა იმისა, რომ ოჯახური საუბრის გამოქვეყნება უზნეობაა, ვინმემ ამიხსნას დედამიწის ზურგზე, რა კავშირშია ეს მიმდინარე გამოძიებასთან. ამასთან დაკავშირებით, დღევანდელი მთავრობა ქალიშვილობას რომ გვეთამაშება, სადმე ვინმეს გაუკეთებია მსგავსი რამ?! ამ ყველაფრის ახსნას ვერ ვპოულობ“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები