ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, “სუხიშვილების“ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, “სუხიშვილების“ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო. ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი. გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „სუხიშვილების” საქველმოქმედო კონცერტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები