„გავმართავთ ბრიფინგს, სადაც დასახელდება წესები თუ როგორ გაიყიდება სუპერ თასის ბილეთები“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, 29 ივნისს ბრიფინგზე დასახელდება წესები და დრო, თუ როგორ გაყიდება ევროპის სუპერ თასზე დასასწრები ბილეთები.
„ჩვენ უკვე ორშაბათს ოფიციალური პასუხი გვექნება UEFA-სგან და ჩვენ ალბათ ორშაბათს გავმართავთ ბრიფინგს. UEFA-მ დაგვავალა, რომ ჩვენ გულშემატკივარს და უცხოელებს უნდა გავუკეთოთ განმარტებითი ვიდეორგოლი, სადაც ასახული იქნება თუ რა მეთოდით, როგორ იყიდება ბილეთები. მედიასაშუალებებით უნდა გავავრცელოთ. ეს უკვე ჩვენ, ფედერაციას დაგვავალეს, თუმცა რა იქნება საბოლოოდ, ამას ჩვენ ალბათ გავიგებთ ორშაბათს, ჩვენი დროით 12:00 საათზე. სრული ინფორმაცია ორშაბათს გვექნება. გპირდებით, რომ ორშაბათს ჩვენ გავმართავთ ბრიფინგს, სადაც დასახელდება დრო და წესები, თუ როგორ გაიყიდება ეს ბილეთები“, – განუცხადა სიჭინავამ „რუსთავი 2“-ს.
მისივე თქმით, BileTebi.ge ბილეთების დისტრიბუციაზე უარს არ იტყვის.
„დარწმუნებით გეუბნებით. მე უკვე ვიცი ბოლოს მოწერილი წერილები“, – აღნიშნა სიჭინავამ.
ევროპის სუპერ თასი თბილისში “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს გაიმართება.ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის წლევანდელი მფლობელი, ასევე ესპანური “სევილია” დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები