პრემიერი ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან.
“გულწრფელად თავუნაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს. ტერორიზმი უდიდესი გამოწვევაა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან. კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვგმობ ძალადობისა და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები