ფოთში სტუმრად გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ იმყოფებოდა

ფოთში სტუმრად ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ იმყოფებოდა, რომელსაც ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ უმასპინძლა. ადრიან ბრედშოუმ ფოთის ღირშესანიშნაობები და საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.
ირაკლი კაკულიამ სტუმარს ფოთის ისტორიული წარსულის, საკათედრო ტაძრის აღორძინება-განახლების, ქალაქის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლისა და კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები