თბილისის მერის მოადგილე ზაარბრიუკენში გაემგზავრა

თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26-29 ივნისს, თბილისის დელეგაცია, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის და საკრებულოს წევრების: რიმა ბერაძისა და კობა კობალაძის შემადგენლობით გერმანიაში იმყოფებიან.
დელეგაციის წევრები ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების 40 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ. ზაარბრიუკენში, ამავდროულად, აღინიშნება ზაარბრიუკენსა და ნანტს შორის დაძმობილების 50 წლის იუბილეც.
საიუბილეო საღამოზე შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს ზაარბრიუკენის მერმა, თბილისის მერის მოადგილემ და ნანტის მერის წარმომადგენელმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა: ”თბილისი-ცხოვრება ახალ დროში” და ფოტომარათონი: ”2015 ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისი”. ზაარბრიუკენის მერმა, ნინა ხატისკაცმა და ნანტის მერის წარმომადგენელმა კარინ დანიელმა ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და საჩუქრებით დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები