მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტრენინგი – „მიგრანტთა განთავსების ცენტრის ეფექტური მართვა“ გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დასრულდა ტრენინგი თემაზე – „მიგრანტთა განთავსების ცენტრის ეფექტური მართვა“. სწავლება მიგრაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ორგანიზებით ჩატარდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი გრეგ პიდაკოსი უძღვებოდა. სწავლების დროს განიხილეს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში სამედიცინო მომსახურების, საგანგებო სიტუაციების მართვის, კომუნიკაციის და სხვა საკითხები.
კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენელმა მარკ ჰულსტიმ გადასცა და წარმატებები უსურვა მათ. სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, დეპარტამენტის თანამშრომლები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენელი დაესწრნენ.
ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში ჩატარდა. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები