ლევან ღვინჯილია: სერგო რატიანი გამოვიდა და ჟურნალისტებს ტყუილი უთხრა

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ღვინჯილიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, საუბარია სახელმწიფო ენის შესახებ კანონზე.
“მე მინახავს ხალხი, რომლებიც საგანგებოდ ქმნიან დაძაბულობას და ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, თავის დროზე სერგო რატიანმა პირდაპირ “ჩააგდო“ განხილვა სახელმწიფო ენის შესახებ კანონისა, რანაირად მოახერხა ეს?- გამოვიდა და ჟურნალისტებს უთხრა ტყული – “კანონია შემოტანილი, რომლითაც თქვენ დაგაჯარიმებენ თუ სიტყვები შეგეშლებათო“, თუმცა მან ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონში ეს არ ეწერა“, -განაცხადა ღვინჯილიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები