პრემიერმა ბათუმში ჯიხურების დადგმაზე უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან საუბრისას, ბათუმში ჯიხურების დადგმასთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
“პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ პრემიერ–მინისტრს ჰქონდა საუბარი აჭარის მთავრობის მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან, სადაც მისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ბათუმში ჯიხურების დადგმასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სუვენირების 10-მდე ჯიხური წუხელ აიღეს. ქალაქის მერიამ ნაცრისფერი კონსტრუქციებისგან ტერიტორიის გათავისუფლება გვიან ღამით დაიწყო. ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. პროცესს თვალყურს მერიის სამსახურების წარმომადგენლები ადევნებდნენ, რომელთაც ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ, თუ ვინ გასცა ჯიხურების დემონტაჟის ბრძანება. სანაპირო ზოლის გასწვრივ, ჯიხურების დადგმის გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ მიიღო და ცენტრალურ ნაწილში მათი განთავსება, გარე მოვაჭერეებისთვის ლოკაციის შეცვლის აუცილებლობით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები