სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ ჩინეთის დელეგაციას ხინჯიანგის რეგიონის ქალაქ კუიტუნის ვიცე მერი ხელმძღვანელობს.

ჩინეთის მხარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ჩინეთში ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ჩინური კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინისა და მინერალური სასმელების საქესპორტო შესაძლებლობებზე გაამახვილეს. ამ კონტექსტში მხარეებმა საქართველოში წარმოებული აგროსასურსათო პროდუქციის ჩინეთის ტერიტორიაზე ინტერნეტგაყიდვების საკითხი განიხილეს.

სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებულ საინტესტიციო კლიმატზე და ყურადღება გაამახვილეს იმ დამატებით საექსპორტო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირთან ასოცირებისა და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაჩნდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამინისტროს შორის ურთიერთობების გააქტიურების კუთხით შეიმჩნევა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ლევან დავითაშვილი, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები