ნოდარ ჯავახიშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ახალ ხელმძღვანელს ოლივიე ბურკს შეხვდნენ.

როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც უწყება შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობაზე, ასევე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2 მსხვილი პროექტი ხორციელდება: რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი და მუნიციპალური განვითარების პროექტი. მათი მიზანი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) შორის მიმდინარე წლის აპრილში აჭარისა და გურიის რეგიონებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროსა და SDC შორის თანამშრომლობას სქართველოში კატასტროფების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტის მიზანი, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება და მათი მართვის გაუმჯობესებაა, ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და პრევენციული ღონისძიებების გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები