ლია ჯახველაძე თამარის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე სამგორის რაიონის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად თამარის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები პირადად მოისმინა.
როგორც აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, ამ ეტაპზე მთთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასფალტის საფარის შეკეთება და ასევე ქუჩის აღმნიშვნელ აბრებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დეპუტატს დახმარება ეკლესიის მშენებლობასა და ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაშიც სთხოვა.
ლია ჯახველაძე მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ინსტანციებში შუამდგომლობას დაჰპირდა.