"დელტა" ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

    სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისი ცვლილება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე სამინისტროს დებულებაში უკვე შევიდა. ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. “დელტასთან” ერთად, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის ინსტიტუტი “ოპტიკა”; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი და მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები