ვარძიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა

ვარძიაში, ასპინძის რაიონის სოფელ იდუმალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად 37 წლის მამაკაცი და 13 წლის მოზარდი დაშავდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბავშვი ისრაელის მოქალაქეა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები