დამწვრობის ცენტრში ერთი თვის ჩვილი მოათავსეს

36 დღის ჩვილი, რომელსაც სხეულის 7 პროცენტი აქვს დამწვარი, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჩველი თბილისში ერთ-ერთი რაიონიდან რეანომობილით ჩამოიყვანეს.
„შემთხვევა თბილისის გარეთ, ერთ-ერთ რაიონში მოხდა. პატარამ დამწვრობა ცხელი ჩაის გადასხმის შედეგად მიიღო. ჩვილს კლინიკაში შემოსვლისას დუნდულები, ფეხის ბარძაყები და ზურგის უკანა ნაწილი დამწვარი ჰქონდა. შემთხვევის დროს დედაც სახლში იმყოფებოდა“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ. მისი თქმით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები