მაია ციციშვილის მოხსენება – „შალვა ქიქოძის ფერწერული ნაწარმოებები“ გაიმართება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გრძელდება საჯარო შეხვედრების სერია. 26 ივნისს, 16:30 საათზე, შედგება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის, მაია ციციშვილის მოხსენება: „შალვა ქიქოძის ფერწერული ნაწარმოებები“.

შეხვედრის მოდერატორია თამთა-თამარ შავგულიძე. ქალბატონი მაია ციციშვილის ნაშრომი დაწერილია შალვა ქიქოძის დაბადების 120 წლისთავის საიუბილეო ალბომისათვის, რომელიც მოიცავს მისი მხატვრული მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნულ მოხსენებაში გაანალიზებულია ახალგაზრდა მხატვრის მიერ პარიზში წელიწადნახევრის განმავლობაში შესრულებული თანადროული ფრანგული და ქართული გარემოს ამსახველი ფერწერული სერიები. ნაშრომი წარმოადგენს შალვა ქიქოძის შემოქმედების ინდივიდუალური სტილისტური თავისებურებების დადგენის მცდელობას, მისი მსოფლმხედველობის გააზრებისა და ნაწარმოებების სტილისტური ანალიზის საფუძველზე. მაია ციციშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები