საქართველოს პენ-ცენტრის შეხვედრა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან

26 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ხელშეწყობის პროცესის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იწყებენ შეხვედრების ციკლს საქართველოში ლიტერატურული (ლიტერატურული პერიოდიკა, მწერალთა გაერთიანებები, საგანმანათლებლო ცენტრები) და საგამომცემლო სფეროს წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანია, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ყველა დაინტერესებულ ჯგუფს საშუალება მიეცეს, უშუალოდ ცენტრის ხელმძღვანელისგან, დეტალურად გაეცნოს ცენტრის საქმიანობას, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს და წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები ქართული ლიტერატურის და კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, რაც ცენტრის სამომავლო საქმიანობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის. ცენტრის გამჭვირვალობის მიზნით, ცენტრი მზადყოფნას გამოთქვამს, გამართოს შეხვედრები საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ ჯგუფთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები