„ყაზტრანსგაზ თბილისი”: თბილისის 2900-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

დედაქალაქის 2900-მდე აბონენტს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება თბილისის ვაკის რაიონში, შ. ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის ტერიტორიაზე მდებარე საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 10:00-დან 17:00 საათამდე შეუწყდება შ. ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს, II მიკრორაიონის # 1, 2, 3 კორპუსებსა და ე.წ. მხატვრების დასახლებას (სულ – 2900-მდე აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები