11 წლის მოზარდი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა

11 წლის მოზარდი, რომელმაც ხარაგაულის რაიონში თვითმკვლელობა სცადა, დღეს ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა ვეფხია ლომიძემ განუცხადა. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა.
თვითხილველების ინფორმაციით, 11 წლის ბიჭი ჩამოხრჩობას ცდილობდა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა მიუსწრეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი რეანომობილით ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები