კოლეჯ „სპექტრში“პოლიეთილენის შედუღების ტრენინგის მონაწილეები დააჯილდოვეს (ფოტოკოლაჟი)
კომპანია „ჯეოტურანისა“ და საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ ორგანიზებით, კოლეჯ „სპექტრში“პოლიეთილენის შედუღების ტრენინგის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა.
ღონისძიება წარადგინა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა თურქული ჰოლდინგის Turan Borfit-ის დამფუძნებელმა სუნაი ტურანმა და შემდგომი ტრენინგების თარიღები და თემატიკა გაჟღერდა. ამასთან, საფუძველი ჩაეყარა ახალი არასამთვრობო ორგანიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების და განახლებადი ენერგორესურსების კვლევითი ტექნიკური ცენტრის “აზია ენერჯის” დაფუძნებას, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო ჟურნალის გამოშვებას, შემეცნებითი პროექტების განხორციელებას, წყლის, გაზის, კანალიზაციის, მზის სისტემების და ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მშენებლობის საკითხში, ასევე ISO სტანდარტების მიხედვით ხარისხიანი მენეჯმენტის და საქმიანობის დამკვიდრებას. გაიმართა კომპანიების: Kroll-ის და Rico-ს საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემების საწმენდი მანქანების და მიწისქვშა კომუნიკაციების სადიაგნოსტიკო საინსპექტო კამერებისა და რობოტების სასწავლო ლაბორატორიების პრეზენტაცია, უახლესი პროგრამებით, შიდა კომუნიკაციების სისტემების პროექტირების უსწრაფესი მეთოდების და თანამედროვე შესაძლებლობების გაცნობა.
Tuv Diex Georgia-ს დაფუძნება, რომელიც გახლავთ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, საკონტროლო დანადგარების, უსაფრთხო მეთოდებით წარმოების, მშენებლობის, ინსტალაციის, შეკეთება-რეკონსტრუქციის, შედუღებისა და ტექნიკური დიაგნოსტიკის კუთხით, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების და არსებული აპრობირებული ხარისხით საქმიანობისათვის.