იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იოსებიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ დაჭრეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვე მიღებული.
პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მის გადასარჩენად მიმდინარეობს ყველა საჭირო სამედიცინო ღონისძიებები. 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ტრავმატოლოგიური ოპერაციისთვის ამზადებენ
შეგახსენებთ, რომ იოსებიძის ქუჩაზე ნ N47 -ში მდებარე სკვერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ორმა უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ში მომხდარს ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.