“თბილისის მიკროავტობუსი” მძღოლებისგან კონდიციონერების ჩართვას კატეგორიულად მოითხოვს

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდიციონერების ჩართვას. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს მიკროავტობუსებს, ხვალიდან გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს! იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში შევა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება -გატარდება შესაბამისი სანქციები. “კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდიციონერების ჩართვას.
მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ამოწმებს მიკროავტობუსებს ხვალიდან გაასაჯაროებს რეაგირების შედეგებს! იმ შემთხვევაში, თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება – გატარდება შესაბამისი სანქციები. 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება. 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა. 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“,-აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები