როგორ ეხმარებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები სტიქიით დაზარალებულებს

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბრეგაძის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილია პუნქტები, სადაც ქართველები აგროვებენ ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულების გამოსაგზავნად. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ აღნიშნულ თემაზე დღეს ბრიფინგი გამართა.
“საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიის გამო და სამძიმარს უცხადებენ სტიქიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს. დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო თანადგომა და ყოველდღიურად სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოდის ზარები სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების დახმარების სურვილით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილია პუნქტები, სადაც ქართველები აგროვებენ ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს საქართველოში გამოსაგზავნად. გარდა ამისა, ჩვენი თანამემამულეები ახდენენ ფულადი სახსრების აკუმულირებას დაზარალებულთა დასახმარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ინდივიდუალური გადმორიცხვა ძვირი უჯდება ჩვენს თანამემამულეებს, ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველოს გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა, საქართველოს საელჩოებს აქვთ გახსნილი სპეციალური ანგარიშები, სადაც ხდება თანხების ჩარიცხვა ფაქტიურ ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან.

გარდა ამისა, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ძალებით ახდენენ ფულადის სახსრების დაგროვებას, რათა შემდგომში დახმარება გაუწიონ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი შეხედულებისამებრ“, -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ჰუმანიტარულ ტვირთებზეც ისაუბრა.
“თურქეთში მცხოვრები ქართველები – 2 ტრაილერი ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები), 1 ტრაილერი საზღვარზე გადის პროცედურებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსის მინიჭების შემდეგ წამოვა სტამბოლიდან.
რუსეთში მცხოვრები ქართველები – 4 ტონა ტვირთი (ტანისამოსი, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები) კვირის ბოლომდე იქნება თბილისში.
ორგანიზაცია „ქართული სათვისტომო“- ვენაში, ავსტრია, ხელმძღვანელი თამარ აღდგომელაძე 400 კგ ჰუმანიტარული ტვირთი (ჰიგიენური საშუალებები, ტანისამოსი) თბილისში იქნება 25 ივნისს.
საბერძნეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია „ივერონის“ 323 კგ დახმარებას (ტანისამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები)  გადმოზიდავს ავიაკომპანია „Georgian Airways,  25 ივნისს იქნება თბილისში.
დახმარება შეგროვდა „ჩიკორია ექსპრესის“ ოფისში, რომელიც გადმოზიდა „საქართველოს ფოსტამ“.
საბერძნეთი, თესალონიკში მცხოვრებმა ქართველებმა:  1.5 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (ბავშვის ტანისამოსი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები).
თურქეთში მოქმედი ადამიანის დახმარების ფონდი „IHH“ –  2 ტრაილერი ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები პროდუქტი, ტანისამოსი, ჰიგიენური საშუალებები). მანქანები დაიძრებიან ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
კვირის ბოლომდე ესპანეთში მცხოვრები ქართველები გამოგზავნიან ბარსელონაში მოქმედი საფოსტო გზავნილების კომპანია „სამებას“ დახმარებით მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება. ტვირთი გამოიგზავნება 30 ივნისს.
გერმანია – „ქართული სათვისტომო მიუნხენში“: 1.5 ტონაზე მეტი (საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები ბავშვებისათვის, ტანისამოსი). გამოიგზავნება 10 ივლისამდე.
პოლონეთში მცხოვრები ქართველები, ვარშავაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კატო ლოლაძის დახმარებით გროვდება საყოფაცხოვრებო ნივთები, საქართველოში გამოიგზავნება 25 ივნისს“,-განაცხადა სანდრო ბარამიძემ.
მინისტრის მოადგილემ მედიას საქველმოქმედო ღონისძიებებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
„20 ივნისს შედგა მომღერალი ნოდიკო ტატიშვილის საქველმოქმედო კონცერტი ნიუ- იორკში. კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი (თანხა არ კონკრეტდება) გადარიცხულია 21 ივნისს გერმანიაში. ბერლინში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა მოაწყვეს აუქციონი, გასაყიდად გამოიტანეს ნახატები 260 ევრო – თანხა ჩაირიცხა საელჩოს ანგარიშზე.
4 ივლისს, საფრანგეთში, ნიცაში, წმ. თამარ მეფის ტაძრის მრევლი გამართავს საქველმოქმედო კონცერტს. კონცერტზე  შეგროვდება თანხა, რომელიც გადმოირიცხება.
პოლონეთში გაიმართა კონცერტი -აუქციონი (ახალგაზრდა ელჩის ქეთევან ფრანგულაიშვილის ორგანიზებით), ხელშემწყობი: ღვინის სახლი „ლიპოვა კრაკო სლოუ ვაინს“;
ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“ – აუქციონზე გაიყიდა ქართული ღვინო, ჭაჭა, ყანწები, მაისურები და სხვა სუვენირები. გადმორიცხულია 8779.5 ზლოტი.
28 ივნისს ლონდონში, რესტორან „თამადაში“ გაიმართება საქველმოქმედო საღამო. ამ დროისთვის შეგროვდა 790 ფუნტი. ჯერ არ გადმორიცხულა.
პოლონეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კატო ლოლაძე – პოლონელ ბიზნესმენებთან და მხატვრებთან ერთად 26 ივნისს გაიმართება აუქციონი, თანხა გადმოირიცხება.
25 ივნისს ციურიხში, ფონდ VIVACEGEORGIA-ს ორგანიზებით გაიმართება კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტზე შესული თანხა გადმოირიცხება.
1. საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა გადმორიცხეს – 1000 ლარი; 2. ისრაელი – დავით იაკობაშვილმა გადმორიცხა – 250 000 ლარი; 3. გაბრიელ მირილაშვილი (საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის სახელით) – 100 000 ლარი „ჯონო ფერედაისის“ ინვესტორი ნოდარ გიორგაძე – მეურვეობას აიღებს ერთ ოჯახზე; 5. ლევან კობიაშვილის ფონდმა გადმორიცხა – 10 000 ლარი; 6. დუსჯეს უნივერსიტეტის სტუდენტმა გადმორიცხა – 44 ლარი 7. ავსტრიაში პირველი ქართული სტუდენტური გაერთიანება, ლინცში მცხოვრებმა ქართველებმა გადმორიცხეს – 145 ევრო.
სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაუწია ირანის ისლამური რესპუბლიკასა და აზერბაიჯანში მცხოვრებმა რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდა თანამემამულემ. ახალგაზრდები მოხალისეებად მუშაობდნენ გმირთა მოედნის და „მზიურის“ ტერიტორიაზე. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის მოგვაწოდეს ჩვენმა თანამემამულეებმა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის პროცესი გრძელდება, რადგან სურვილი გაცილებით დიდია“, -აღნიშნა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები