სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა
სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება აღუდგა. როგორც „კვირას“ ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, 13-14 ივნისის სტიქიის გამო დაზიანებული სოფელ ახალდაბის საშუალო წნევის გაზსადენზე დასრულებულ სამუშაოები ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა დაათვალიერეს. მათივე ინფორმაციით, გაზსადენის ქსელის 2 -კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 7 საავარიო ბრიგადა რამოდენიმე დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდა. დღეისათვის ახალდაბის ყველა აბონენტს ბუნებრივი აირი შეუზღუდავად მიეწოდება.