ზოოპარკის ტერიტორიაზე ცოცხალი პინგვინი იპოვეს
თბილისის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს სამხედროებმა კიდევ ერთი ცოცხალი პინგვინი აღმოაჩინეს.
რამდენიმე დღის წინ აფრიკული პინგვინი წითელ ხიდთან (საქართველო აზებაიჯანის საზღვართან) მდინარეში ნახეს, მეორე – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მობილურმა ჯგუფმა, ღამის საათებში, მორიგი პატრულირებისას იპოვა; მესამე კი – „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე.
13 ივნისს თბილისში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ვერე ადიდდა, რის შედეგადაც ზოოპარკის ცხოველების ნაწილი ვოლიერებიდან გამოიქცა. ცხოველთა ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი დააძინეს, ზოგის ლიკვიდაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის, ერთ ვეფხვსა და ერთ ზოლებიან აფთარს ეძებენ.