ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლა. მუზეუმის დირექტორმა ბავშვებს ხალხური ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერებინა, ხოლო თანამშრომლებმა პატარებს, არტთერაპიის მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა შესთავაზეს. ბავშვები გაეცნენ კერამიკისა და ხალხური რეწვის ზოგად ისტორიას და თიხისგან თავად დაამზადეს სხვადასხვა ნიმუში. მუზეუმი მზადაა, კვირაში ერთხელ მიიღოს დაზარალებულები, რომლებიც უფასოდ ჩაერთვებიან მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტებში და დაეუფლებიან ხელსაქმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები