თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირს, აღმაშენებლის გამზირს, უზნაძის, თვალჭრელიძის, ჭოროხის, სანაპიროს, ცაბაძის, მაიაკოვსკის, აგლაძის, ყიფიანის, გოგოლის, ფიროსმანის, ჩიტაიას, კონსტიტუციის, დოლიძის, კლდიაშვილისა და ცოტნე დადიანის ქუჩებს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება წერეთლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება შეეღუდება ისნის რაიონის ნაწილს, კერძოდ, 11:00-დან 17:00 საათამდე ვაზისუბნის III მიკრორაიონს, ვაზისუბნის III მიკრორაიონს I კვარტლის და ვაზის ქუჩის მაცხოვრებლებს. მთაწმინდის რაიონში კი 10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლეონიძის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, ქიქოძოს, იაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებს.
დღესვე, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე _ ახალშენის, ჩაილურის, იოსელიანის და ბალანჩივაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებსსაც.
გარდა ამისა, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყდებათ ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოები დაგეგმილია სამგორისა და ნაძალადევის რაიონებშიც, კერძოდ, 12:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თეთრი ხევის დასახლების, სოფელ დიდი ლილოს და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე _ გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV, X კვარტლების, ურეკის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის, შატილის, საჩხერის, ირემაშვილის, ჩარგლის, ცოდნისკარის და მაღალაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები