რას გადაწყვეტს სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სარჩელზე?

   სტრასბურგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ერთ-ერთ სარჩელზე გადაწყვეტილებას 15 მარტის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ორი დავა აქვს, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს პირველი დავა 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან მასობრივად გამოძევების ფაქტს ეხება. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მეორე დავას, ეს 2008 წლის 11 აგვისტოს სტრასბურგის სასამართლოში იმჟამინდელი იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ შეტანილ საჩივარს ეხება, აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით.
“მინდა წინასწარ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაშიც უცვლელია პოზიცია ქართული სახელმწიფოსი, მაგრამ ეს სამართლებრივად ურთულესი დავაა. ეს არის ის დავა, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს წამოჭრის  არა მხოლოდ ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის კუთხით, თითქმის ყველა ნაწილში, არამედ საერთაშორისო ჰუმანიტარული კუთხითაც აქა-იქ სერიოზული კითხვები ისმის”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, მისი მოთხოვნით ქართულ მხარეს სტრასბურგის სასამართლომ მისცა დამატებითი დრო, რომ საქართველოს სახელმწიფომ პოზიციები გაიძლიეროს და დაიხვეწოს სამართლებრივი კუთხით. ამის ვადა კი საქართველოს მთავრობას 2014 წლის ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები