ხვალ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ხვალ სოფიო ლიჩელის ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.
„ხვალ, 22 ივნისს, გორგასლის 39-19-ში მადონა და ქეთი ხარატიშვილების დახმარებით, მოეწყობა უნიჭიერესი მხატვრის, სოფიო ლიჩელის ნახატების გამოფენა-გაყიდვა. ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში. ვისაც სურვილი აქვს, ნახოს სოფიო ლიჩელის არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავი შემოქმედება, გვეწვიეთ და სიამოვნებით გიმასპიმძლებთ. გამოფენა დაიწყება 18:00 საათზე და გაგრძელდება 20:00 საათამდე. მის.გორგასლის 19-39“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები