„თავდაყირა“ – სტუდია Pixar-ის ახალი ფილმი 2015 წლის საუკეთესო ანიმაციად დაასახელეს (ტრილერი)

19 ივნისს მულტფილმის „თავდაყირა“ პრემიერა საქართველოს ყველა კინოთეატრში – „ამირანი“, „რუსთაველი“, „აპოლო“, CAVEA ერთდროულად შედგა და დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მსოფლიოს კრიტიკოსთა შეფასებებმა და რეიტინგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მულტფილმის პრემიერა კანის 68-ე კინოფესტივალზე შედგა და აღაფრთოვანა კრიტიკოსები. ფილმში წამოჭრილი თემები, მულტფილმის გმირების მსგავსად, ბავშვებსა და მათ მშობლებს მრავალ საკითხზე დააფიქრებს და გაახალისებს. უიკენდის 19-დან 21 ივნისამდე, ამ მულტფილმმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩვენებაში 91 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ანიმაციური ფილმების რეკორდს ხსნის.
სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერა 18 ივნისს შედგა. სტუდია Pixar-ი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას ანალოგი არ ჰყავს. ერთდროულად რთული და, ამასთანავე, მარტივი „თავდაყირა“, რომელიც შექმნილია ვიზუალური მაგიისა და ემოციური განცდის მეშვეობით, აჩვენებს, თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. მულტფილმი ისეთ სიღრმეებში ჩადის, სადაც აქამდე არცერთ სტუდიას არ შეუბიჯებია, და საერთოდ მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი იციან. იგივეს თქმა შეიძლება „თავდაყირას“ რეჟისორზე პიტ დოქტერეზე, რომელიც ისეთ ცნობილ მულტფილმებზე მუშაობდა, როფორიცაა: „ვალლი“, „მონსტრების კორპორაცია“ და „ზევით“. „თავდაყირას“ გმირი 11 წლის გოგონა რაილი ანდერსონია, მინესოტას შტატიდან. ფილმში არა მარტო გადმოცემულია რაილის ისტორია, არამედ პარალელურად ნაჩვენებია, რაც მის გონებაში ხდება. Pixar-ის კრეატიული დირექტორი ჯინ ლასეტერი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მულტფილმია მულტფილმების არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. „თავდაყირას“ შემქმნელებს მუდმივ კონსულტაციებს უწევდნენ მეცნიერები, რომელთა შორის ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ადამიანს მხოლოდ 27 სხვადასხვა ემოცია უნდა ჰქონდეს.
თუმცა მაყურებელი მათგან მხოლოდ ხუთს დაინახავს – სიხარულს, შიშს, ბრაზს, ზიზღს და მოწყენილობას. ეს ემოციები გოგონას ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან. ერთხელაც, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა და სწორედ აქ ჩნდება პრობლემები, ვინაიდან გოგონას თითოეული ემოცია თავისებურად ცდილობს, დაეხმაროს მას ახალ სკოლაში ადაპტირებასთან გამკლავებაში, სადაც მწუხარების ემოციამ ჩაიგდო მართვის სადავეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები