დაბა ურეკში გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად ქსელში 878 ოჯახი ჩაერთვება

სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა დაბა ურეკში მცხოვრებ 878 ოჯახს მიეცემა.
სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი ურეკის ცენტრალურ გზაზე მიმდინარეობს. გაზიფიკაციისთვის საჭირო მასალა უკვე ადგილზეა. გაზიფიცირება 2015 წლის ოქტომბერში დასრულდება.
ივლისის თვეში დასრულდება შემოქმედი-ცხემლისხიდის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია – შპს „სამკუთხედი“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 304 ათას 225 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები