საბერძნეთში ქართული დიასპორისა და საელჩოს ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ათენში მოქმედი ქართული დიასპორული გაერთიანების – “ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის” ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 5 ივლისს ათენში იგეგმება საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე.
კონცერტის ფარგლებში ორგანიზაციის აღსაზრდელები შეასრულებენ ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს. ამასთან, „ათენის მე-15 სკაუტების ჯგუფი“ (საერთაშორისო ორგანიზაციის „სკაუტები“ ბერძნული განყოფილება) ატარებს საქველმოქმედო აქციებს. აქციების შედეგად, უკვე გადაირიცხა გარკვეული თანხა დაზარალებულთა ფონდში, ხოლო ქართული გადამზიდავი კომპანიის „ჩიკორია ექსპრესის“ მეშვეობით, 21 ივნისს, თბილისში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი. „ათენის მე-15 სკაუტების ჯგუფს“ აქვს შექმნილი სპეციალური შტაბი, სოციალურ ქსელებში დაწყებული აქვთ კამპანია -„დავეხმაროთ თბილისს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები