სულხან ნასიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, სულხან ნასიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად ქუჩაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და დაზიანებული გზის საფარის მოხსნა მიმდინარეობს.
სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.
სულხან ნასიძის ქუჩაზე, N8-დან N50-მდე მოეწყობა ორფენოვანი ასფალტობეტონის გზის საფარი, სულ 5650 მ2 ტერიტორიაზე.
სამუშაოებს შპს „RSP-40“ ასრულებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 300,000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები