ჩუბინაშვილის ქუჩაზე ერაყში დაღუპული კაპრალის – ზურაბ გვენეტაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 2008 წლის 2 მაისს ერაყში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული კაპრალის ზურაბ გვენეტაძის მემორიალური დაფა გაიხსნა.
„2008 წლის 2 მაისს, ერაყში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული კაპრალი ზურაბ გვენეტაძე, რომელიც ჩუღურეთის რაიონში გაიზრდა, სანიმუშო მაგალითია სამშობლოსათვის თავდადებული გმირისა.
როდესაც თვალი გადავავლე მის ბიოგრაფიას, სიამაყის გრძნობა დამეუფლა. ამ ადამიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ, ძლიერი გენისა და გაუტეხელი სულის მატარებელი ერი ვართ“, -განაცხადა რიმა ბერაძემ.
ზურაბ გვენეტაძის მემორიალური დაფის გახსნას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები