თუმანიშვილის თეატრი ორ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 13 ივნისს დატრიალებული ტრაგდეიის გამო და ორ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს.
25 ივნისს, 20:00 საათზე, თეატრში სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“, ხოლო 28 ივნისს, 20:00 საათზე – სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ გაიმართება. შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე. ბილეთების შეძენა და დაჯავშვნა შესაძლებელია თეატრის სალაროში, ტელ: 234 28 99.