ალექსიძის N20-ში შიდა ეზოს მოასფალტება დასრულდა
საბურთალოზე კიდევ ერთი გეგმური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ალექსიძის ქუჩის N2-თან ახალი ასფალტის საფარი 4000-მდე კვადრატულ მეტრზე დაიგო.
ასევე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაცები, მოეწყო ბორდიურები და სადარბაზოსთან მისასვლელი გზები. აღნიშნული სამუშაოები შპს „ჯეუ გრუპმა“ შეასრულა.