აკაკის კვირეული დაიწყო

2015 წელს დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი სრულდება. ამ თარიღს თარიღს საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება აღნიშნავს. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება.
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია -„აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“ გაიხსნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ-ს პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კონფერენცია თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ გახსნა.
საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდნენ სტუმრები უკრაინიდან, ლატვიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე, მონაწილეები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, მოეწყო აკაკისადმი მიძღვნილი გამოფენა და წიგნების პრეზენტაცია; გაიმართა ფილმის ჩვენება.
კონფერენციის გახსნამდე მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში ყვავილებით შეამკეს აკაკი წერეთლის ბიუსტი.
აკაკისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიება გაიმართება.

11655292_917355644974982_1915017030_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები