როგორ გაყიდა განათლების მინისტრმა შაშკინმა მილიონებზე „პატრიოტიზმი“?

გაზეთ „ქრონიკას“ „კავკასიის აკადემიური ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი კერესელიძემ სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. ის ინტერვიუში ყვება, თუ როგორ ატარებდა ყოფილი ხელისუფლება სკოლებში შეფარვით რუსულ იდეოლოგიას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როგორ გაყიდა განათლების მინისტრმა შაშკინმა მილიონებზე „პატრიოტიზმი.“
“კავკასიის აკადემიური ცენტრი“ (სი-ეი-სი) რამდენიმე მიმართულებით მოღვაწეობდა, ძირითადი მიმართულება საგანმანათლებლო წიგნების საქართველოში ჩამოტანა იყო. 2005 წლიდან ექსკლუზიური დილერი გახლდათ მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობების, როგორიც არის: „ოქსფორდი“, „კემბრიჯი“, „პერსონი“. კავკასიური ცენტრის საქმნიანობა არ სცდებოდა განათლების სფეროს, მას ჰქონდა ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო ბიზნესკურსები. მისი მფლობელი და დამფუძნებელი დავით ცეცხლაძეა. 2010 წელს კავკასიის აკადემიურმა ცენტრმა გრიფირებაზე წარადგინა მსოფლიოში ცნობილი წიგნები და განათლების სამინისტროს გრიფი მოიგო, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კავკასიის აკადემიურ ცენტრს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის 5 წლის მანძილზე უნდა მიეწოდებინა ინგლისური ენის მსოფლიო სტანდარტის წიგნები. როდესაც განათლების მინისტრი გახდა დიმიტრი შაშკინი, მან გარკვეულწილად ამ სფეროს მონოპოლიზაცია მოინდომა, როგორც ეს საგამომცემლო სფეროში გააკეთა, რაც საკმაოდ ცნობილი სკანდალია, როცა საავტორო უფლებები ჩამოართვეს ყველას და განათლების სამინისტრომ თავის თავზე აიღო წიგნების წარმოება“,-აცხადებს ირაკლი კერესელიძე ინტერვიუში.
კერესელიძის თქმით, ყოფილი ხელისუფლება „კავკასიის აკადემიურ ცენტრს“ 2011 წელს დაუპირისპირდა. მისი განცხადებით, შაშკინმა სახელმწიფო მოხელისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთა, ერთპიროვნულად ჩავიდა ლონდონში და ექსკლუზიური მემორანდუმი გააფორმა „მაკმილანის“ გამომცემლობასთან. კერსელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ასეთი ტიპის მემორანდუმის გასაიდუმლოება არ შეიძლება აღნიშნული, მემორანდუმი დღემდე გასაიდუმლოებულია. „კავკასიის აკადემიური ცენტრის“ იურიდიული სამსახურის უფროსი ვარაუდობს, რომ მემორანდუმში საქართველოს მხარისთვის ძალიან წამგებიანი პირობებია ჩადებული.
„მაკმილანი“ ცნობილია სკანდალური ისტორიებით, კორუფციული გარიგებიდან გამომდინარე დიდი თანხები აქვს მითვისებული. ეს მემორანდუმი დღემდე გასაიდუმლოებულია, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ასეთი ტიპის მემორანდუმის გასაიდუმლოება არ შეიძლება. ჩვენი ვარაუდით, მემორანდუმი იმიტომ არის გასაიდუმლოებული, რომ მასში საქართველოს მხარისთვის ძალიან წამგენიანი პირობებია ჩადებული. ჩვენ ვიცით მემორანდუმის შინაარსი. მემორანდუმის თანახმად, „მაკმილანის“ გამომცემლობას საქართველოს ბაზრის დაკავების ექსკლუზიური გარანტიები მისცეს, ვფიქრობ, რომ 5 წლით, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით. როგორც გითხარით, ეს მემორანდუმი ახალი ხელისუფლების პირობებშიც საიდუმლოა. შაშკინმა დაარღვია კანონი და ჩვენს კომპანიას გაუუქმდა გრიფირება, რომელითაც ჩვენ 4 წელი კიდევ უნდა გვესარგებლა და საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში შეგვეტანა გრიფირებული, ანუ მოწონებული წიგნები. შაშკინი პირდაპირ კანონის დარღვევის გზით წავიდა, რადგან სხვაგვარად ბაზარს ვერ გაათავისუფლებდა“, – აცხადებს კერესელიძე და აღნიშნავს, რომ ხსენებულ საქმეში _ შაშკინის ინტერესი
მრავალი მილიონი ლარი იყო. “ყოველწლიურად შაშკინს ამ გარიგებიდან დაახლოებით 10 მილიონი, შეიძლება მეტიც რჩებოდა“,- აცხადებს კერესელიძე.
“შაშკინმა ამ ქმედებით არა მხოლოდ ჩვენი კომპანია დააზარალა, არამედ ქართველი ბავშვები. ახლა აგიხსნით, როგორ მოტეხა შაშკინმა მილიონერები. „მაკმილანი“ სთავაზობს შაშკინს, რომ საქართველოს ბაზარზე შემოიტანოს ყველა რეიტინგიდან ამოვარდნილი წიგნი, რომელიც გათვლილია მხოლოდ რუსული ბაზრისთვის, ხელთ მაქვს მტკიცებულება, სახელმძღვანელოს „ინგლიშ ვორდს“ ჰყავს 21 რუსი ავტორი, ამ წიგნში საუბარია ვალენტინა ტერეშკოვაზე, იური გაგარინზე, რუსეთის დიდ თეატრზე და ა.შ. „მაკმილანის“ საწყობში ეს წიგნები იყო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ რუსული ბაზარი ამას ვეღარ ითვისებდა და მაკულატურად ჰქონდათ, საქართველოს მაკულატურა შესთავაზეს! სწორედ ამიტომ არის მემორანდუმი გასაიდუმლოებული, „მაკმილანიდან“ შაშკინი ერთ წიგნს დაახლოებით 3-4 ლარად ყიდულობდა და ყიდდა 25 ლარად. ახლა გადაიანგარიშეთ 60 000 ბავშვზე და ნახავთ, რას მიიღებთ. მთავარი არის ის, რომ გრიფირება სავალდებულოა და ის რუსული იდეოლოგიის მაკულატურა უნდა ეყიდა, რომელიც შაშკინმა შემოიტანა „მაკმილანისგან“. შაშკინს მოლოდინი ჰქონდა, რომ ჩვენ ამას გავაპროტესტებდით და ამ მიზნით დავით პროვოკაცია მოუწყო, შაშკინის სახელით დავით ცეცხლაძეს ჯერ მამამისი დაუკავშირდა და უთხრა, თქვენ თუ გინდათ ამ ბაზარზე წილი გქონდეთ, ჩვენ უნდა დაგველაპარაკოთო. შაშკინის მამამ ცეცხლაძე კოკა სეფერთელაძესთან გადაამისამართა, რომელიც შაშკინის პირველი მოადგილე იყო. კოკა სეფერთელაძემ, დავით ცეცხლაძე შაშკინის თანაშემწესთან ვინმე ფელიქს უბურიასთან დააკავშირა, რომელიც 50 000 დოლარს სთხოვდა ცეცხლაძეს, ეუბნებოდნენ, ბაზრის წილს თქვენც დაგითმობთ, თუკი ფულს გადაიხდითო. დავით ცეცხლაძემ როცა დაინახა, რომ გამოძალვასა და პროვოკაციაზე მოდიოდნენ, მან ფარულად ჩაწერა საუბრები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფელიქს უბირია იყო არა შაშკინის თანაშემწე, არამედ კუდის თანამშრომელი, რომელმაც დაგეგმა სპეცოპერაცია. 2011 წელს ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაიჭირეს დავით ცეცხლაძე, მათ ვერ გათვალეს, რომ ჩვენს გვქონდა ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, როგორ ევაჭრება ფელიქს უბირია დავით ცეცხლაძეს, თუ ფული არ გაქვს, ჯერ 10 000 დოლარი მოიტანე, რომ იცოდე, ამ თემის საქმის კურსში არიან კოკა სეფერთელაძე და დიმიტრი შაშკინიო. დავით ცეცხლაძე დააკავეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბაზრიდან კრიმილის იარლიყით ჩამოვეცილებინეთ, მერე რომ ეყვირათ, რა „ოქსფორდი“, რის „კემბრიჯი“, ესენი კრიმინალები არიანო. პარალელურად იცით, რა გააკეთეს? შაშკინმა შემოუშვა თავისი სამსახური და უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც გვქონდა, პირდაპირ გაგვიუქმა და დაგვიხურა ინსტიტუტი. ჩვენს პირდაპირ განადგურებაზე წამოვიდა, იმიტომ რომ წიგნების თემა გადაეფარა. თუ გახსოვთ, სააკაშვილიც გამოვარდა და ყვირილი დაიწყო, ამათ რა ჰგონიათ, მინისტრს რომ სთავაზობენ ქრთამს, ჩვენ სხვა ქვეყანას ვაშენებთო. ამ „ბოლით“ გადაფარეს ის უხარისხო პროდუქტი“,-აცხადებს ირაკლი კერესელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები