სახელმწიფომ თამაზ ელიზბარაშვილს ძაღლების თავშესაფრისთვის ფართი გამოყო
ეკონომიკის სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილს ძაღლების თავშესაფრისთვის თბილისში, აფრიკის დასახლებაში ფართი გამოყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
“ჩვენ უკვე გამოვუყავით გუშინწინ სხვა ფართი. სახელმწიფომ, ეკონომიკის მინისტრმა უკვე გამოუყო სხვა ფართი, თბილისში, აფრიკის დასახლებაში და იქ მოაწყობს ძაღლების თავშესაფარს. ელექტოროენერგიაც გავუყვანეთ და ყველაფერი გავუკეთეთ, რაც ჩვენი მხრიდან იყო გასაკეთებელი”, – განაცხადა პრემიერმა.