პრემიერი: მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავენ, დარეკონ 112-ში

 

მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავენ, დარეკონ 112-ში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გადამოწმების პროცესი დიდ დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, რომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს.

“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის შესაბამისი უწყებები – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური დანაყოფები, ყველაფერს აკეთებენ. პროცესში ჩავრთეთ მონადირეებიც, მერიის შესაბამისი სამსახური, თქვენ ხედავთ, რომ ძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს სამუშაოები აქტიურ ფაზაშია გადასული, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავენ, ზარი დააფიქსირონ 112-ში, ფრთხილად ვიყოთ, მე მესმის, რომ ძალიან ბევრი პანიკური ზარებიც შემოდის, თუმცა ჯობია, რომ გადავამოწმოთ ნებისმიერი ასეთი საეჭვო ცხოველის დაფიქსირება, ვიდრე საეჭვო ვითარება დავტოვოთ რეაგირების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდ დროსთან, დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ყველა სამსახური არის მობილიზებული, რომ ნებისმიერი ასეთ ზარზე მოახდინოს დროული, დაუყოვნებლივი რეაგირება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები