ირაკლი ღარიბაშვილი: თქვენ ნახეთ კადრები, როგორ ივაჟკაცეს პოლიციელებმა

 

ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ხელისუფლებამ არ იმოქმედა დროულად, არის ყოვლად უსაფუძვლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტიქიის ღამეს ხელისუფლების რეაქცია იყო მყისიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, პირველივე წუთიდან ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყო მობილიზებული.

“ყოველგვარი სპეკულაცია, რომ ხელისუფლებამ არ იმოქმედა დროულად, არის ყოვლად უსაფუძვლო. გადახედეთ ჩვენს ქმედებას – პირველივე წუთებიდან გასული იყო თბილისის მერი, საპატრულო პოლიცია, თქვენ ნახეთ კადრები, როგორ ივაჟკაცეს პოლიციელებმა, როგორ გმირულად იქცეოდნენ ისინი, ასევე მაშველები – მაშველმა ადამიანები გადაარჩინა და თვითონ შეეწირა, ექიმები, ჟურნალიტები, მთელი სამსახურები იყო აბსოლუტურად მობილიზებული. იმავე ღამეს, 5 საათზე გავეცი დავალებები, საკოორდინაციო შტაბი შევქმენი, თათბირი ჩავატარე და გავეცი დავალებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები